IrinaDubcova.com.ru - Сайт имени Ирины Дубцовой
  Сайт имени Ирины Дубцовой  
 
 

ИСТОРИЯ

МУЗЫКА

ГАЛЕРЕЯ

СЮРПРИЗ

      
 
 

 
 
 


ДОБРО ПОЖАЛОВАТЬ!
на сайт имени Иры Дубцовой,
победительницы проекта "Фабрика Звезд 4"!
 

 

21.05.2010

(лазы), готовы прийти Грузии на помощь 1

sainteresoa . shemtxvevit vinmem xom ar icit lazuri saitebi ? an rogor sheidzleba mattan dakavshireba ? dzalian mainetersebs

sainteresoa . shemtxvevit vinmem xom ar icit lazuri saitebi ? an rogor sheidzleba mattan dakavshireba ? dzalian mainetersebs

http://lazeti.narod.ru/
www.lazuri.com
www.lazebura.com
www.kazimkoyuncu.com
www.lazebura.net
www.lazcamuzik.com
www.karalahana.com
www.kolchis.de
www.muslimgeorgia.org
www.gurcu.com
www.gurcuce.com
www.gurcuhaber.com
www.gurcupazari.com
www.batumlutour.com
www.kolchis.de
www.chveneburi.net
www.chveneburi.net/geoweb
http://mamuli.net
http://mamuli.net/chveneburi/bpg/default.asp
www.cveneburi.cjb.net
www.elizbar.cjb.net
www.chveneburi.cjb.net
www.baysahmuzik.com
www.macahel.org.tr
www.artvinli.com
www.livaneliler.com
www.savsat.com
www.artvingazete.com
www.livaneligazetesi.com
www.gurianews.com
http://www.kolkhoba.org

და რამდენად გვაწყობს მათი ჩამოსვლა საერთოდ.

----------------------------------
საქმე ის არის, რომ ჩრდილოეთ კავკასია საქართველოსთვის ისტორიული საფრთხეა. ორი სხვა საფრთხე - ოსმალეთი და სპარსეთი დღეს ან ან განეიტრალებულია, ან სისტემების მიერ მეტ-ნაკლებად შეკავებული. ჩრდილოეთ კავკასია კი მესამე დიდი ისტორული საფრთხეა, რომელიც რუსეთის დაშლის შემთხვევაში ადრინდელზე არანაკლები სიმწვავით აღიმართება ჩვენს წინ.

რეალურად, მაგ რეგიონის "დამშვიდება" ჩვენი და რუსეთის იმხელა ერთობლივი ინტერესია, რომელთან შედარებით სხვა უთანხმოებები ფერმკრთალდება. რუსეთში საფრთხის სიდიდე ალბათ ესმით, მაგრამ ტრადიციულად, "ყველაფერი" სურთ - ჩრდილოეთ კავკასიაც "დაამშვიდონ" და აფხაზეთ-ცხინვალიც მიითალონ, ასევე, კურდღლებიც დაიჭირონ - თუ ჩრდილოეთკავკასიელები ქართველებს დახოცავენ, ძალიანაც გაუხარდებათ. არც ქართველების მიერ ჩრდილოეთკავკასიელების დახოცვა გაუხარდებათ ნაკლებად.

ერთი, ამ სტატიას გაეცანით აბა:

ვის მხარეს მეტი მოხალისე იომებს კავკასიური ომის გაჩაღების შემთხვევაში?
მამუკა არეშიძე: თუ ქუდზე კაცი დაიძახე, 5-10 ათასი კაცი ჩვენს მხარეს მებრძოლიც ისე შეგროვდება, როგორც არაფერი

კოდორის ხეობის მოვლენების ცხელი ფაზა თითქოს დასრულდა, მაგრამ არ სრულდება საქართველოს წინააღმდეგ ათასი ჯურის ავანტურისტების გადაძახილი მოხალისედ საომრად ჩამოსვლის შესახებ. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საფრთხე მართლაც რეალურია, და ის მომდინარეობს როგორც ჩრდილოეთკავკასიელი ბოევიკებისგან (რომელთაც რუსეთი თავად ვერაფერს აკლებს და ჩვენსკენ ერეკება), არამედ გათავხედებული კაზაკური გაერთიანებებისგან. ქართულ მიწაზე საომრად ჩამოხეტებული კაზაკების მასპინძელი ცხელი ტყვიაა, მაგრამ რატომ აქციეს საქართველოს ტოტალურად ზურგი ჩრდილოეთკავკასიელებმა. ამ საკითხზე და აგრეთვე იმაზე, ვინ ჩამოვა უცხოეთიდან საქართველოს მხარეს საომრად, "დღე" მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

- რუსული პრესა საგანგებოდ ავრცელებს ინფორმაციებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთკავკასიელი მოხალისეების, კაზაკებისა და ა.შ. მობილიზება ხდება. ეს ინფორმაცია და საფრთხე რეალურია, თუ შიშის სინდრომისა და პანიკის შექმნის მიზნით არსებული სიტუაციის გამუქება ხდება.

- საფრთხე აბსოლუტურად რეალურია. ჯერ კიდევ გასული წლის 10 მაისს სოხუმში დაიდო ხელშეკრულება რუსეთის კაზაკთა გაერთიანებული საზოგადოების ხელმძღვანელს ვიქტორ ვიშნევოისა და აფხაზეთის კაზაკთა უმაღლეს ატამანს ოლეგ პეტროვს შორის. დოკუმენტის არსი შემდეგში მდგომარეობს - უნდა შეიქმნას კაზაკთა კორპუსი, რომლის ფუნქცია აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების და არა მხოლოდ მათი, არამედ ყველა მშვიდობიანი მოსახლის დაცვა და სამშვიდობო ოპერაციის ჩატარება.

- ამ შემთხვევაში "სამშვიდობო ოპერაციაში" რა იგულისხმება.

- ეს არის ერთგვარი ფარი, თორემ რა სამშვიდობო ოპერაცია უნდა ჩაატაროს კაზაკთა კორპუსმა.

- რაც შეეხება აფხაზეთის ტერიტორიაზე კაზაკური კორპუსის შექმნას, ეს პროცესი უკვე დასრულებულია.

- შეთანხმების შედეგად, კაზაკთა კორპუსის შემადგენლობაშია სამი დივიზია: სოხუმის, რომელშიც შედის ორი პოლკი - სამთო და სადესანტო-მოიერიშე; მეორე - მოსკოვის დივიზია ხუთი პოლკის შემადგენლობით, მათგან ორი სადესანტო-მოიერიშე, ერთი სამთო, ერთი სპეციალური დანიშნულებისა და ერთიც მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლკი, რომელშიც შედის სამედიცინო ბატალიონი; მესამე გახლავთ დუმის დივიზია, ოთხი პოლკის შემადგენლობით: სადესანტო-მოიერიშე, საჰაერო-სადესანტო (ეს მეტად საინეტრესოა), კავალერიისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლკი, რომელშიც შედის ავტო- და სამედიცინო ბატალიონები. ვიშნევოისა და პეტროვის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებას ამოწმებს სოხუმის #2 ნოტარიული კანტორის ნოტარიუსი ჩაჩავა.

- რეალურად მათ რა ფუნქცია აკისრიათ?

- მანამდე აღვნიშნავ, რომ აფხაზეთის კორპუსის გარდა კაზაკებმა დაიწყეს ანალოგიური კორპუსის ფორმირება ჩეჩნეთში, ნაურის რაიონული ცენტრის ტერიტორიაზე. ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩეჩნეთის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვისაც კი, რომ პრეზიდენტმა ალუ ალხანოვმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კომენდანტის, გენერალ-ლეიტენანტის გენადი კომენკოს მიმართვის შემდეგ, რომ ეს არაკანონიერი ფორმირება სასწრაფოდ და აუცილებლად უნდა დაშლილიყო, დახმარება მოსკოვს სთხოვა. ჩეჩნეთის პარლამენტმა 13 ივნისს გამოიტანა დადგენილება მისი დაშლის შესახებ. ამის მიუხედავად, კორპუსის ფორმირება მაინც მიმდინარეობს. 14 ივნისს კი მოსკოვიდან ჩეჩნეთში ვიქტორ ვიშნევოის მკვახე წერილი მოვიდა, რომ ეს კორპუსი აუცილებლად უნდა შეიქმნას.

- ჩეჩნეთში ამ პროცესს კაზაკები ხელმძღვანელობენ. რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიის დანარჩენ რესპუბლიკებში.

- არა, კორპუსის შექმნას ჩეჩენი ქალი სამარტ კიტაევა ხელმძღვანელობს და ამ პოლკების შემადგენლობაში უკვე უამრავი ჩეჩენი შევიდა. ასეთი სახის სამხედრო ფორმირებები მთელ ჩრდილოეთ კავკასიაშია და მათ სწორედ კაზაკთა კავკასიური კორპუსის შემადგენლობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა აფხაზეთში სავარაუდო შეტაკების დროს.

- რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს?

- მეტად საინტერესოა, რომ ჩვენინ წყაროების ინფორმაციით, ეს კორპუსი არ გამოიყენება ცხინვალის რეგიონში. მაგალითად, ჩეჩნურ წყაროებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ მკაცრად არის განსაზღვრული - დაპირისპირების განახლების შემთხვევაში ამ ტიპის შენაერთები მიდიან აფხაზეთში, ოფიციალური შენაერთები, ისეთი როგორიც არის "გე-რე-უს" სპეცდანიშნულების რაზმი, "ვოსტოკი", რომელიც ასევე ჩეჩნებით არის დაკომპლექტებული, ცხინვალის რეგიონში მიიღებს მონაწილეობას საომარ დაპირისპირებაში.

- შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, რამდენად რეალურია, რომ ამ ფორმირებებმა ისევე დაუბრკოლებლად გადმოლახონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, როგორც ეს გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ხდებოდა და შედის თუ არა ეს რუსეთისავე სახელმწიფო ინტერესებში.

- რუსეთის ხელისუფლებამ და ყველამ, ვინც კავკასიის მიმართულებით მუშაობს, ღიად განაცხადა, ასეთი რამ მოხდება და ჩვენ ამას ხელს ვერ შევუშლითო. სხვა საკითხია, რომ შეგვიძლია რუსეთს პრეტენზია წავუყენოთ, რომ მისი ტერიტორიიდან შეიარაღებული ხალხი გადმოდის. ამიტომ, სინამდვილეში ამ ფორმით რუსეთი ამას არ დაუშვებს. მართლაც 1993-1994 წლები აღარ არის, აქ შემოვლენ გაცილებით კარგად გაწვრთნილი ადამიანები და თანაც შენიღბულად, ტურისტული საგზურით და ავტობუსებით. წადი მერე, და ეძიე. ეს მეთოდი უკვე აპრობირებულია. 1992 წლის დასაწყისში, ვიდრე აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისიპირება დაიწყებოდა, მოხალისეები სწორედ ამ ფორმით ჩამოვიდნენ ახალი ათონის ტერიტორიაზე, პანსიონატ "მერცხლის ბუდეში".

- როგორ ფიქრობთ, ჩრდილოეთკავკასიელები, რომელთაც რუსეთი გულზე დიდად არ ეხატებათ, საქართველოში მისი ინტერესების სასარგებლოდ რატომ მოქმედებენ.

- ჩვენი როგორც ახლანდელი, ასევე წინა ხელისუფლების დანაშაულია, რომ არ გააჩნდა და გააჩნია რეგიონული პოლიტიკა. ჩრდილოეთ კავკასიამ, რომელიც რამდენიმე ათეულმა კაცმა - კავკასიურმა სახლმა, საპარლამენტო ქვეკომიტეტმა, სხვათა შორის ზურაბ ჟვანიას ძალისხმევით, შევძელით მოგვეტრიალებინა ჩვენსკენ, ისევ შეგვაქცია ზურგი, რადგან 1999 წელს ეს პოლიტიკა შევწყვიტეთ. ახლა კი ჩვენი ნამოქმედარის შედეგს ვიმკით. სისულელე იქნება თქმა, რომ ამ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში აფხაზეთში ჩრდილოეთკავკასიელი მოხალისეები აღარ ჩავიდოდნენ, მაგრამ სიტუაცია მაინც სხვაგვარი იქნებოდა. არაერთხელ მითქვამს, რომ კავკასიური ომის შემთხვევაში ჩეჩნები ბარიკადების ორივე მხარეს იომებდნენ. დღეს ჩვენს მხარეს უკვე აღარც ერთი არ იქნება. ყველა ბარიკადის მეორე მხარეს აღმოჩნდება. ერთადერთი სასიხარულო ის არის, რომ ყარაჩაელთა ეროვნულმა გაერთიანებამ, ისეთმა, როგორიც აფხაზეთში "აიდგილარაა", წერილი გამოუგზავნა აფხაზებს: ჩვენ პატივი გეცით, თქვენს მხარეს ვიბრძოდით, დაიღუპა ჩვენი ხალხი, თქვენ კი ეს პატივისცემა არ დააფასეთ, ამიტომ თქვენს გვერდით არ ვიომებთო.

- ანუ, აფხაზეთში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებულთა და მოხალისეთა მასობრივ შემოსვლას უნდა ველოდეთ.

- მათი მასობრივად შემოსვლა არ მოხდება. მაგრამ საკმაო რაოდენობა შემოვა და ვიმეორებ, რომ ისინი მხოლოდ მოხალისეები არ იქნებიან, არამედ მათ ნიღაბს ამოფარებული ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები.

- თუკი აფხაზეთში მართლაც დაიწყო დაპირისპირება, თუნდაც სულ მცირე მასშტაბის, რა საფრთხეებს შეიცავს ეს თავად რუსეთისთვის და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს.

- უმძიმესი შედეგით. მართალია, ის საქართველოსთვის მეტად მძიმე იქნება, მაგრამ არანაკლები - რუსეთისთვის. რუსეთმა ძლივს მოახერხა იმ შეიარაღებული ფორმირებების ნეიტრალიზება, რომლებიც 90-იან წლებში იბრძოდნენ აფხაზეთში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რუსეთში მათი დაკავების, დევნის, განიარაღების სერიოზული პროცესი მიდიოდა და ნალჩიკის ქუჩებში სროლის ხმები ყოველდღიურად ისმოდა. ანზორ შუროვმა, რომელიც ახლახან აფხაზეთში ყაბარდოელ მოხალისეებთან ერთად ჩავიდა, ოთხი წელიწადი გაატარა ციხეში იარაღის ტარებისთვის. ახლა ისევ დასჭირდათ და გამოუშვეს. ანდრეი მინჩენკო, სოჭელი კაზაკების მეთაური, მეტსახელად "ხუდოი", რომელიც აფხაზეთში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, ვერაფრით რომ ვერ მოიშორეს თავიდან, ჩეჩნეთში გაუშვეს საომრად, სადაც მისმა ჩეჩენმა ყოფილმა თანამებრძოლებმა მოკლეს. რუსეთმა კიდევ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს - რომ აუცილებლად განმეორდება ბასაევის ისტორია, რომელმაც აფხაზეთში ნაშოვნი იარაღი პოლიგონის მოსაწყობად გამოიყენა. ყაბარდოელების დიდი უმრავლესობა მზად არის, ცენტრს ომი გამოუცხადოს და ახლაც იგივე მოხდება. ეს იარაღი და საბრძოლო გამოცდილების მქონე ხალხი ცოტა ხანში მასვე შეუტრიალდება.

- ამას გარდა, რუსეთს ამის შემდეგ ხომ სამშვიდობო პროცესების გარანტორის პრეტენზია ვეღარ ექნება.

- რასაკვირველია. ეს ისეთი სერიოზული თემაა, რომელზე მსჯელობაც უკვე ყველას მობეზრდა. ამ შემთხვევაში რუსეთის სამშვიდობო ფუნქცია ნონსენსია, რადგან სამშვიდობოები იცავენ თავისივე ქვეყნის მოქალაქეს. ეს რუსეთისთვის სერიოზული მორალური დარტყმა იქნება. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ კოდორის ოპერაციით ქართულმა მხარემ რუსეთს სერიოზული სილა გააწნა. სხვა საკითხია, მომწონს თუ არა ეს ხელისუფლება, მაგრამ ისეთი შედეგი მივიღეთ, რომ ქართულ მხარეს სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით მეტად ეფექტური სვლა გამოუვიდა. ვთქვათ, ამან შესაძლოა ცუდი შედეგებიც კი მოგვიტანოს, შესაძლოა ყველაფერი ბოლომდე გათვლილი არ იყოს, ისე მოხდეს, რომ ის ბიჭები ერთ ღამეს იქიდან აყარონ და კოდორის ხეობა დავკარგოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს სწორი სვლა იყო, სხვა შემთხვევაში მხოლოდ ვერსიების გამოთქმის საფუძველი გვაქვს. ამით ვინმეს შექება კი არ მსურს, ვამბობ იმას, რაც ობიექტური რეალობაა.

რუსეთის ნაქებ სპეცსამსახურებს სერიოზული სილა გააწნეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ კოდორში ქართველებს შორის ომი ატყდებოდა, რუსმა სამშვიდობოებმა ამიტომაც გაატარეს ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმები. დაგეგმილი ჰქონდათ, რომ ქართველებს შორის ომის გაჩაღების შემდეგ, სიტუაციის დაშოშმინების მოტივით იქ "სამშვიდობოებს" შეიყვანდნენ და თბილისი კოდორზე კონტროლს დაკარგავდა. ეს არ გამოვიდა და გაგიჟებულები არიან. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია: ფე-ეს-ბეს მეორე რანგის ოფიცრები, რომლებიც ამ მიმართულებას კურირებდნენ, სამსახურიდან დაითხოვეს. კარგის მანიშნებელი იყო ცხინვალში მყოფი ოფიცრების გაწვევაც. რუსეთსაც და აფხაზეთის ხელისუფლებასაც ამის გადახარშვა უჭირს.

- რა არის აუცილებელი, რომ ქართულმა მხარემ შექმნილი მდგომარეობა შეინარჩუნოს?

- პირველ რიგში, პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ. ხეობაში რუსული ვერტმფრენების გამოჩენა მოსალოდნელი კიდევ არის. შეიძლება დაბომბონ კიდევაც, მაგრამ პროვოკაციაზე არ უნდა წამოვეგოთ, გამოზომილად უნდა ვიმოქმედოთ. ტელეეკრანებიდან ამდენი საომარი რიტორიკა საჭირო არ არის. გაიგო ხალხმა, რომ ამ მთავრობას რაღაცის გაკეთება მართლაც უნდა. კმარა ბაქიბუ


 
 

ГЛАВНАЯ
НОВОСТИ
ТЕКСТЫ
ВИДЕО
ПРЕССА
ТВОРЧЕСТВО
ФАН-КЛУБ
ГОСТЕВАЯ
БАННЕРЫ
ССЫЛКИ
ЗАМЕТКИ



Январь 2015 (1)
Август 2014 (2)
Июнь 2014 (1)
Май 2014 (2)
Декабрь 2012 (1)
Октябрь 2012 (1)

© 2005-2010

 
 

IrinaDubcova.Com.Ru