IrinaDubcova.com.ru - Сайт имени Ирины Дубцовой
  Сайт имени Ирины Дубцовой  
 
 

ИСТОРИЯ

МУЗЫКА

ГАЛЕРЕЯ

СЮРПРИЗ

      
 
 

 
 
 


ДОБРО ПОЖАЛОВАТЬ!
на сайт имени Иры Дубцовой,
победительницы проекта "Фабрика Звезд 4"!
 

 

05.09.2010

(лазы), готовы прийти Грузии на помощь 2

ქართულმა მხარემ ამ ეტაპზე, წინა წლებისგან განსხვავებით, საინფორმაციო ბლოკადის გარღვევა მოახერხა.

- მაღალი პოლიტიკის კულუარებში მოახერხა. რაც შეეხება პრესასა და ტელევიზიას, ამას ვერ ვახერხებთ. რადგან არ გვაქვს ისეთი ძლიერი საერთაშორისო მედიაკავშირები, როგორიც შეიძლებოდა გვქონოდა, როგორიც ჰქონდათ ქურთებს, ჩეჩნებს წლების განმავლობაში. ეს ვერ მოხერხდა. დღემდე მუშაობს ჩეჩნური საინფორმაციო საშუალება "კავკასია" ბალტიისპირეთში და რატომ არ შეიძლება ჩვენ ასეთი რამ გავაკეთოთ შუაგულ ევროპაში, ამას ხომ დიდი ფული არ უნდა. ჩეჩნეთში ომი დაწყებული არც კი იყო, რომ მათ მოახერხეს და საკუთარი თავი მსხვერპლად გამოიყვანეს, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა საერთაშორისო მედიაში. ჩვენც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ და ქვეყანა შევყაროთ. არ შეიძლება მხოლოდ პრეზიდენტი დადიოდეს აქეთ-იქით და ინტერვიუებით ქმნიდეს საზოგადოებრივ აზრს. ჯობს, მთელი საზოგადოება და საერთაშორისო მედიაელიტის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. მანამ, ვიდრე მართლაც ტყვია არ გავარდნილა.

- როდესაც აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე ვსაუბრობთ, ალბათ გვერდს ვერ ავუვლით თურქეთში ლაზური დიასპორის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ განცხადებას...

- ეს არ არის შემთხვევითი და არც კონკრეტულად ერთი პიროვნების იდეა. არამედ ლაზების საზოგადოებრივი აქტივობისკენ სწრაფვის გამოხატულებაა. თქვენ გახსოვთ, რა ამბავში იყო კავკასიური წარმომავლობის თურქული დიასპორა, როდესაც ჩეჩნეთის ომი მიმდინარეობდა. აგროვებდნენ თანხებს, აწყობდნენ აქციებს რუსეთის საელჩოსთან და ა.შ. ზაფხულის დასაწყისში ქართული და კავკასიური წარმოშობის თურქებს შორის გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის თემაზე სერიოზული კამათი მოხდა. ფაქტია, რომ თურქეთის ქართული წარმომავლობის დიასპორის აქტივობა იზრდება, თურქეთის ცენტრალური ხელისუფლება კი იძულებულია, ევროკავშირის თემის გამო ეროვნული უმცირესობები ცოტა მიუშვას, თუნდაც იმიტომ, რომ ჰქონდეს სათქმელი, მათ არ ვერჩით, ქურთები კი ცუდები არიანო.

- რეალურად რა გავლენა აქვს თურქეთის ქართულ დიასპორას.

- უზარმაზარი გავლენა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თუ იორდანიის არმიაში წამყვან ძალას ჩერქეზები და ჩეჩნები წარმოადგენენ, თურქეთის საზღვაო ფლოტში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პოსტი ლაზური წარმოშობის თურქებს უკავიათ. ეს სერიოზული რამ არის ქვეყანაში, რომელსაც არმია მართავს. ამ ფაქტორის გამოყენება ჩვენი მხრიდან იქნება სისულელე და თურქეთის ცენტრალური ხელისუფლების გაღიზიანება, მაგრამ ის, რომ ლაზურ ორგანიზაციებს სურთ, იმუშავონ და შექმნან საზოგადოებრივი აზრი, ამას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. რადგან, რაც უნდა ილაპარაკოს მოსკოვმა, ნალჩიკის, მაიკოპის, ჩერკესკის საზოგადოება მეტად დიდი ყურადღებით ეკიდება თურქეთში მყოფი მათი თანამემამულეების, მოჰაჯირების შთამომავლების აზრს, რადგან ისინი უფრო მაღალი კასტის წარმომადგენლებად ითვლებიან. მართალია, ლაზური ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ქართულად არ ითვლება, მაგრამ მათ და ასევე სხვა ქართულ ორგანიზაციებს შეუძლიათ დიდი როლი ითამაშონ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ბოლოს და ბოლოს, მოხალისეებზე თუ მიდგა საქმე და ასეთი მოთხოვნა იქნა, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ საუკეთესო შაჰიდები, ფერეიდნელი ქართველები და უნდა გითხრათ, რომ ეს არც რომანტიკული განცხადებაა და არც ოცნებების სფერო.

- ამ განცხადების გაკეთების საფუძველს რა გაძლევთ?

- დამერწმუნეთ, ეს არ გახლავთ იმ ადამიანის ნათქვამი, რომელსაც სურს, ასე იყოს. მოგიყვებით ამბავს, რომელიც ჩემს თვალწინ მოხდა - აფხაზეთის ომის დროს ჯაბა იოსელიანთან მივიდნენ აზერბაიჯანში მცხოვრები მუსლიმი მესხები, 7 ახალგაზრდა ბიჭი და სთხოვეს, "მხედრიონის" რიგებში საქართველოსთვის ვიბრძოლებთ, თუ თქვენ თანახმა ხართ, ასი ამდენი გავხდებითო. ჯაბა იოსელიანმა ისინი უარით გაისტუმრა. იმ სიტუაციაში ეს მართებულიც იყო. წარმოიდგინეთ, სრულიადკავკასიური ომის ატეხვა მაშინ, როდესაც ხელისუფლება არც კი ამხელდა, რომ აფხაზეთში ომი მიდიოდა და მას ლოკალურ, მცირე მასშტაბის შეტაკებად წარმოაჩენდა.

- მაგრამ მათი ამ პროცესებში ჩართვა ნაკლები საფრთხის შემცველი არც ამჟამად არის...

- თუ ქუდზე კაცი დაიძახე, 5-10 ათასი კაცი ისე შეგროვდება, როგორც არაფერი. ამ პროცესებში მათი ჩაბმა საქართველოსა და ყოველივე იმის ნგრევას გამოიწვევს, რაც ამ წლების განმავლობაში გაკეთებულა. ამიტომ, კოდორის ხეობა არ უნდა დავკარგოთ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, შეიარაღებული დაპირისპირება თავიდან ავიცილოთ. თუ ეს მაინც მოხდა, არ უნდა დავუშვათ, რომ ომმა ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღოს. რადგან რუსეთი და სხვა ქვეყნებიც საკუთარი მოქალაქეების მეშვეობით საქართველოში შეებრძოლებიან ერთმანეთს.

- რა უნდა გაკეთდეს, რომ იმის მიუხედავად, გვისმენს თუ არა რუსული მხარე, მოვახერხოთ, მან გააცნობეროს ის საფრთხეები, რომელიც ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ საქართველოს, თავად ამ ქვეყანასაც ემუქრება.

- მე, ალბათ, ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ყველანაირად ცდილობს, რუსეთი ჩვენსკენ შემოაბრუნოს. ბათუმში გავმართეთ ახალგაზრდა ქართველი და რუსი დიპლომატების შეხვედრა, რომელიც 10 დღეს გაგრძელდა და 30 ივნისს დასრულდა. სხვათა შორის, ამ ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხა აღარ მომცეს. როგორც მითხრეს, იმიტომ, რომ ხელისუფლების ოპოზიციაში ვარ. არადა, ამ შეხვედრით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. სტუმრად იყვნენ მოსკოვის ლინგვისტიკის უნივერსიტეტის სტუდენტები, შეხვდნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს, მომავალ დიპლომატებს. პროცესში ჩართული იყო ბათუმის უნივერსიტეტიც. უნდა გენახათ მათი ურთიერთობა. კონტაქტები გაწყვეტილია, ცოტა რამ იციან ერთმანეთზე, რუს სტუდენტებს რეალობასთან მიახლოებული წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა ხდება სამხრეთ კავკასიაში. იმის მიუხედავად, რომ თითოეულმა მათგანმა 7-7 ენა იცის. მესამეც, დავრწმუნდი, რომ ახალგაზრდები მიღებული ცოდნის საფუძველზე საუკეთესოდ აზროვნებენ. ბევრი საინტერესო იდეა ჩამოაყალიბეს და საქართველოს და რუსეთის პატრიარქებს, ილია II და ალექსეი II სპეციალური მიმართვაც კი გაუგზავნეს და სამშვიდობო პროცესში სამსახური შესთავაზეს. ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ პროცესი უნდა გაგრძელდეს. ამის სურვილი არსებობს.

- ამას გარდა, სტაბილური კავკასია ალბათ ის ერთადერთი წერტილია, სადაც ამ ეტაპზე საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესები ემთხვევა...

- დიახ, და რუსმა სტუდენტებმა ეს გაიგეს. გაიგეს, რომ ფუნდამენტური ისლამი, რომელიც დღეს ავტომატით გებრძვის, ხვალ კი ატომური ბომბი ექნება, ორივეს მტერია და ორივეს წაგვლეკავს. სხვათა შორის, ათი სტუმრიდან ერთი ყაზანელი თათარი იყო, მუსლიმი. მაგრამ მანაც დაინახა - ეს განცხადებები არ ნიშნავს, რომ ქრისტიანები ვიღაცას ვეომებით. ფუნდამენტური ისლამი, პირველ რიგში, ტრადიციული ისლამის აღმსარებლებს წალეკავს. ეს მეტად მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ იარაღად უნდა გამოიყენოს, რომ ტრადიციულ ისლამს მივხედოთ, რომ არ დასუსტდეს და არ შეჭამოს ფუნდამენტალიზმმა, როგორც, მაგალითად, დაღესტანში მოხდა.

ასეთი ნაბიჯები განუწყვეტლივ უნდა გადავდგათ, დავხუჭოთ თვალი იმაზე, რა სად გვეწყინა და რუსებს ციხე შიგნიდან უნდა გავუტეხოთ. ამჟამად ვცდილობ, თბილისში კავკასიის დიდების მუზეუმის ექსპოზიცია მოვაწყო, რომელიც ლურჯ გალერეაში იყო განლაგებული და 1918 თუ 1919 წელს სტავროპოლში წაიღეს. იქ რამდენი გმირი რუსი გენერლის თუ ოფიცრის გვარია, ქართველისაც იმდენივეა. ეს იმიტომ უნდა გაკეთდეს, რომ რუსებმა საკუთარი ისტორია გაიხსენონ და მხოლოდ იმაზე არ გველაპარაკონ, ჩვენ გიხსენით და გადაგარჩინეთო. კი, დასაწყისში ასეც იყო, მაგრამ შემდეგ ჩვენ შევუნარჩუნეთ მათ კავკასია. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია დუმაში საქართველოს ლობისტთა ჯგუფის შექმნა. საბედნიეროდ, სენატში ასეთი ჯგუფი ასე თუ ისე არსებობს. ამის შანსიც არის. როზენბაუმმა გამოთქვა ამის სურვილი, სხვებმაც. ძალიან მიხარია სოფიკო ხალვაშის გამარჯვება, უნიჭიერესი ახალგაზრდაა, გასაგებია, რომ ჟიურის წევრთაგან ძმები მელაძეები უჭერდნენ მხარს, მაგრამ ასევე ძალიან ბევრმა, პოლიტიკასთან ახლოს მდგომმა მუსიკოსმა, მათ შორის ალა პუგაჩოვამ ბევრი რამ გააკეთა, რომ ხალვაშს მოშორებოდა ის აგრესია, რომელიც მისი, როგორც ქართველის მიმართ დანარჩენი მუსიკალური სამყაროს მხრიდან მოდიოდა.

ნინო ჯაფარიძე, "ხვალინდელი დღე", # 82 (954), 8-9 აგვისტო, 2006 წელი


 
 

ГЛАВНАЯ
НОВОСТИ
ТЕКСТЫ
ВИДЕО
ПРЕССА
ТВОРЧЕСТВО
ФАН-КЛУБ
ГОСТЕВАЯ
БАННЕРЫ
ССЫЛКИ
ЗАМЕТКИ



Январь 2015 (1)
Август 2014 (2)
Июнь 2014 (1)
Май 2014 (2)
Декабрь 2012 (1)
Октябрь 2012 (1)

© 2005-2010

 
 

IrinaDubcova.Com.Ru