IrinaDubcova.com.ru - Сайт имени Ирины Дубцовой
  Сайт имени Ирины Дубцовой  
 
 

ИСТОРИЯ

МУЗЫКА

ГАЛЕРЕЯ

СЮРПРИЗ

      
 
 

 
 
 


ДОБРО ПОЖАЛОВАТЬ!
на сайт имени Иры Дубцовой,
победительницы проекта "Фабрика Звезд 4"!
 

 

16.05.2011

Грузинские афоризмы 2

Зайца на вертел посадили, а он всё думал, с ним шутят.

Вот это просто прелесть! Браво!

* ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო.
* ა, დათვი და ა, კვალი!
* აასვენა, აღარ დაასვენა.
* ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი.
* აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო.
* აბლაბუდაც ფიქრობს.
* აგანგალა - განგალაო, შარშან კატა მომკვდარაო.
* აგიაშვილის გამზრდელი ქორწილში ყოფილა დაპატიჟებული, სადაც წასულა სადილის უჭმელად, მაგრამ ქორწილისათვის ვერ მოუსწრია და შინ დაბრუნებულს უთქვამს: "იქაც მოვცდი ქორწილსაო, აქაც სადილობასაო".
* აგიაშვილის გამდელივით არ დაგემართოს.
* აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
* აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს.
* აგურის ნატეხი ლალს შეადარეს, აქაო და წითელიაო.
* აგურს რეცხდნენ და უარესი წვენი გასდიოდა.
* ადათია და წესია - ფეტვი ალაგზე თესია.
* ადათის ამოწყვეტას - გვარის ამოწყვეტა სჯობია.
* ადამიანი ადამიანის მალამოა.
* ადამიანი სიცოცხლეს იწყებს წივილ-კივილით (ტირილით) და ათავებს კვნესით.
* ადამიანის დაბადება პირველი დღეა, ქორწინება - მეორე და სიკვდილი - მესამე.
* ადგომაში კეტი უნდა, დაჯდომაში ბოძკინტიო (ზანტზე იტყვიან).
* ადგომისას ძვლებს ცალცალკე ვეძებ (ძლიერ დაღლილი ვდგები ლოგინიდან).
* ადე ნახე ჭირიო, დაჯე ნახე ლხინიო.
* ადე, დაბრუნდი წისქვილო, დასჯერდი შენს ქონებასო.
* ადლი ორად მოგივა.
* ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს.
* ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ მოეწევა მწევარი.
* ადრე ამდგარსა კურდღელსა მწევარი უნდა ქარისა, მისდევს და ვერ მისწევნია, იქავ და იქავ არისა.
* ადრე ამდგარსა მწევარსა კურდღელი ვერ გაექცევა.
* ავ მოვალემ რაც მოგცეს - გამოართვიო.
* ავ მოვალეს ნაცარი გამოართვი, თვალებში შეაყარეო.
* ავ მოვალეს შავი ნახშირი აართვიო.
* ავად სახელის დავარდნას, თვალის დავარდნა ამჯობინესო.
* ავადმყოფი რომ მორჩება, ექიმი შესძულდებაო.
* ავადმყოფობა ბევრია, ჯანმრთელობა ერთია.
* ავადმყოფსა ჰკითხავენ (საჭმელი გინდა თუ არაო).
* ავაფურთხე - ულვაშს მოხვდა, დავაფურთხე - წვერებსაო.
* ავდარში ცოლი შეირთე, კარგ დარში გამოგადგება.
* ავდროში ცოლი შეირთე, კარგ დროში გამოგადგება.
* ავთან - ავი, კარგთან - კარგი (ავკარგიანი კაცია).
* ავი დასაჭერი ცხენი ავ დასაჭერს მოსძებნის.
* ავი იქნება - თავისთვის! კაი იქნება - თავისთვის!
* ავი კაცი თავისთავის მკვლელია.
* ავი მეზობლისაგან ცეცხლი ნუ გინდაო.
* ავი მუშა კვირა ძალზე.
* ავი მუშა კვირა ძალს გახალისდება.
* ავი სიტყვა მის მთქმელსაო.
* ავი შემნახავი ქურდზე უარესია.
* ავი შემნახავი ქურდის ამხანაგიაო.
* ავი შვილი დედმამის ჭირიაო.
* ავი შვილი მამას გზაზე უზამს აღაპს.
* ავი ცოლის ყოლას, ავი ძაღლის ყოლა სჯობიაო.
* ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო.
* ავი ძაღლი იყეფებს, იყეფებს, დაიღლება და დადგებაო.
* ავის მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.
* ავისა კარგი ნუ გინდა, ნურც მისი მოსაგებელი.
* ავიც შეუძლია, კარგიცო.
* ავიხედავ, ცას შევხედავ, დავიხედავ, მიწასაო (არაფერი მაბადია).
* ავმა რა ქნა - ავის მეტი.
* ავმა სახლმა, ავმა კარმა, ავად გამადედაკაცა, კარგმა სახლმა, კარგმა კარმა, კარგად გამადედაკაცა.
* ავს კაცს ქრთამით მოშორდიო.
* ავს კაცს შორიდან შემოუარე.
* ავს მეზობელს ცეცხლიც საციქველი ეგონაო.
* ავსაცა აქვს, კარგსაცა აქვს, ბატონსაც და ყმასაცა აქვს (სახელი).
* ავს მოვალეს ნაცრით გაეყარეო.
* ავსა ავი არ მიუგო, მსჯავრი რითღა აიწონოს?
* ავსა ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქვა.
* ავჭალაში ქორწილია, მცხეთაში დოლს უკრავენო.
* აზნაური მჭადს არა სჭამს, მოშივდება - ჭირსაც მომჭამსო.
* აზნაურის მოკითხული, სუფრაზე არ დაიდება.
* აზნაურის სტუმრობა, ნუ გგონია ხუმრობა.
* აზრუმში არ ვყოფილვარ, აზრით კი ვიციო.
* ათ დავრიშს შეუძლია ერთ წამოსასხამზე დაძინება, ხოლო ორ მეფეს ვერ შეუძლია ცხოვრება ერთ სამეფოში.
* ათასი გიჟი მირბოდა, ყველას თავისი ერჩივნაო.
* ათმა კაცმა მე მიჩივლა, ერთმა - შენაო.
* ათჯერ გაზომე, ერთხელ მოსჭერი.
* აიღე აჯას ჰქვიან, მოიტანე - ქონებასო.
* აკაკაჩია, ბაკაკაჩია, გისვამს, გიჭამია, გზა გაგაჩნია.
* აკურაში ერთი მღვდელი, ოცდახუთი დიაკვანი.
* ალაგო, ვისი ხარო? და ვინც ზედ მადგანაო.
* ალალბედზე ცხოვრება, არცხოვრებისთანა არი.
* ალალმა დამიბერაო, რაც ვიცოდი, სულ ძირს ჩამომაყრევინაო.
* ალი, ურული, ურული, ურული კუდიანებსა.
* ალია წავიდა, მუსია მოვიდა.
* ალია ჯოჯოხეთში არ შევიდა, ძალით შეაგდესო.
* ალიას ქუდი მუსიას დახურე, მუსიასი - ალიასა.
* ალხანა წავიდა, ჩალხანა მოვიდა.
* ალხანას ჩალხანა არ დაელევა.
* ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთი პატიოსნება ლაპარაკობს უენოდ.
* ამ ყურს, იმ ყურს.
* ამდენი მგელთა ყმუილი უომრად არ გადარჩებაო.
* ამდენი მგელთა ყმუილი უომრად არ ჩაივლისო.
* ამინდი მუშაობდა და კაცი თავისას იკვეხდაო.
* ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო.
* ამოვიარე ალევსო, ფერხული ება ქალებსო.
* ამოღებული ხმალი პურმარილმა (ან სავსე ჭიქამ) ჩააგოო.
* ამქარი ამქარს იცნობს.
* ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება.
* ამყოლს აჰყევი, დამყოლს დაჰყევი, წყალი ნაპირს გამოგრიყავსო.
* ამყრელასა, დამყრელასა, თვალში ნაცარ ჩამყრელასა.
* ამხანაგი ნუ გძულს, საშოვარი ნუ გშურს.
* ამხანაგის ყოლა ბატონის ყოლას უდრისო.
* ამხილე ბრძენსა, რათა შეგიყვაროს და ნუ ამცნებ უგუნურსა, რამეთუ შეგიძულებს.
* ან არ ვარგა ნავში ჯდომა, ან მენავესთან ბრძოლა.
* ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი.
* ან ვირი უნდა გავხდე, ან ვირის პატრონი.
* ან ზღვაზე უნდა იდგე კაცი, ან მთაზეო.
* ანაბრის შენახვა მგელმაც იცის.
* ანაბრის შენახვა მიწამაც იცისო.
* ანაღვლე ბეღელსაო: ბზე - ქარსა და პური მოვალესაო.
* ანაღვლე ბრმას: სანთელი ძვირია თუ იაფი?
* ანაღვლე ბუღიას, ბზე - ქარსა, პური - ურიას (რა ენაღვლება ბუღიას (ხარის სახელი) თუ ბზე ქარს მიაქვს და პური ურიას - მოვალეს).
* ანგარიში სწორე იყვეს - ეს სოკო ხომ ბევრიაო.
* ანდერძი კაცს არ მოჰკლავს.
* ანეული არეული, ფეტვი ზეზე მოხნულია.
* ანი არ იცი, ბანიო, კაცი მოკვდება ზარიო.
* ანიც ვიცი, ბანიც ვიცი, სიგრძეც ვიცი, სიფართეცა.
* ანს დახედე, ბანს დახედე, სიგრძესა და განს გაჰხედე.
* ანჩხლი ცოლი ქმარს ჭკუიდან შეშლის.
* ანწლი არ მოგვცემს ყურძენსა.
* აპრუწვით არის მაზარა, კალოზე ბარგი დაყარა.
* აპრუწუწუნის წამალი პრასა და ნიახურია.
* არ აშენდა, გადაშენდა.
* არ აშენდა ხუროს სახლი, არც არა მონადირისა; სამი თვით უწინ დაივსო მეთევზე-მებადურისა.
* არ გაგივიდა, თარხანო, ნიადაგ შენი ტყუილი.
* არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა, არ გაიკითხვენ გოგოსა ტირილითა და ვიშითა.
* არ გაიხარა გაუხარელმა.
* არ გამოდგეს ყვავი ყორნად, არც უგვარო გვარის სწორად.
* არ გასაზრდელო ვინა ჰკითხავს, რამდენი წლისაა.
* არ ეშინია ბაადურს ბაკაკაურის ხმალისა.
* არ ვარგა კაცი უმტერო, არც ეგრე მტერ მორეული.
* არ ვარგა ქალი მეჭორე, სოფლად - ვაჟკაცი მკვეხარა.
* არ მინდა, ჯიბეში ჩამიდოვო.
* არ მინდამა ცხრა ხინკალი შესჭამაო.
* არ მინდოდა ჯერ შობა, მერე სიკვდილიო.
* არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო.
* არ უნდა ჭირში გატეხა თუ კაცი გონიერია.
* არ უწერია ტურასა ერწო თიანეთს ღმუილი (იქ ვერ იცხოვრებს).
* არ ცოდნა - არ ცოდვააო.
* არ ძალუძს ხესა ხანეშსა ტკბილთა ნაყოფთა მოსხმაო.
* არა გიშავსრა, თუ არ გიჩანსრა.
* არა გყავდეს მეგობარი - ეძებე, როცა იპოვნო კი - ერიდე.
* არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო.
* არა ვკრავ - გარბისო, რომ დავკრავ - უფრო გაიქცევაო.
* არა კუას - ცხენი, კუას - არაფერი.
* არა მარა, დარდუბალა.
* არა მკითხე მოამბეო, თაროს ჩამოუარეო.
* არა მშურს ჭირი ჭიმბურისათვის.
* არა მწამს რა დიაცისა, არცა მოწმენდილი ცისა.
* არა მწამს ქინძი ქონდრადა და მწვანე კიტრი - გოგრადა.
* არა სცმია მამაშენსა, ნურც შენ დასცვეთ მარმაშებსა.
* არაკუნე კედელი, დაარიგე რეგვენი.
* არას მომცემო და ყბასაც მომტეხო?
* "არალე, თარალე" - სიტყვის გასამართლებელია.
* არასოდეს არ გაჰხმების წყალთა შინა ხეთა ძირი.
* არასოდეს არ ივარგებს წყალთაშუა ხეთა ძირი.
* არასოდეს არ ცხონდება უშვილო და პურა ძვირი, თუ უშვილო ცხონდებოდეს, სამოთხეში შევა ვირი.
* არაფერი ბედაური შვილია (დაწუნებულზე იტყვიან).
* არაქელას ფარჩას არუთინა ხევდა.
* არვინ იცის ხვალ და ზეგა რა მოვა და რა იქნების.
* არვინ სვას ნაცვლად შაქრისა, წვიმა გუბეთა მდგომელი.
* არზრუმს ვირი კიტრადა ღირს, ჯორი საგზლად მოუნდება.
* არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო.
* არნადი და ფიწალიო, შენ ვეღარას ისწავლიო.
* არსიანის მთაზედაო, პატარძალი ცეკვავდაო.
* არც არა მინდა მეშიო, ნურც არას შემომხვნეშიო.
* არც არავის ყმა ვყოფილვარ, არც არავინ ყმად მყოლია, ძველი პური, ძველი ღვინო წლით წლობამდის გამყოლია.
* არც გავიქეცი, არც წავიქეცი.
* არც დაარტყამს - არც გაილახება.
* არც დედა, არც დედინაცვალიო.
* არც დევს და არცა მშიანო (არც გვაქს - არცა მშიაო).
* არც ერთ ბაღლინჯოს თავისი სუნი არ ესმის.
* არც ვიყავი რძალი კარგი, არცა შემხვდა ქმარი კარგი.
* არც მარტმა დამაყარა კარგი, არც აპრილმაო.
* არც მგელი მშიერი და არც ბატონს ზიანი.
* არც მიწა ჩასკდება, არც ცა ჩამოიქცევაო.
* არც შენ შეგრჩება ერთი დროება.
* არც შენი სიმწარე მინდა, არც შენი სიწმიდავეო.
* არცა ვჭამ რძესა, არც გავუწვები მზესა.
* არცა მყოლია ბატონი - არც დამზნექია წელიო.
* არცა ხნავდენ - არც აცხობდენო.
* არწივმა ორი ბარტყი იცის.
* არჯაკელა ჯაკდებოდა, ქალსა გული უკვდებოდა.
* ას კაცში რომ კაცი შეშინდება, ზიარება არ უწევსო.
* ას კინკილა, კინკილა, დღეს შაბათი, ხვალ კვირა.
* ას ძმას ასი ცხვარი ბევრი ეგონაო.
* ასარ-ბასარ-ყურ-ქედანა - ძაღლების სახელებია (ერთს ხალხურ ზღაპარში: მეტად კაპასი ძაღლები ყოფილან და ვისაც მათი პატრონი მიუსევდა, ცოცხალს აღარ გაუშვებდნენ).
* ასარ-ბასარ-ყურქედანასავით ეცა.
* ასე გაგიხდი საქმესა, თვალებს გაცეცებინებ, შინ რომ აღარ დაგესწროს, გარეთ გასესხებინებ.
* ასე გაგხდი, რომ კარი კედელი გეგონოს და ვირი - მჭედელიო.
* ასე გავიდა მარტიო, არ მოკლა ერთი ბარტყიო.
* ასე გავიდა მარტიო, არ მომიკლა ციკნის ბარტყიო (მარტმა ჯიბრზე სამი დღე ისესხა აპრილისაგან, მეცხვარემ გუდაში კატა ჩასვა და ჭურში ჩამოჰკიდა; სამი დღე ცხვრებს კატის ყურებაში და ჩხავილში ჭამა დაავიწყდათ, მარტმა კი ვერაფერი დააკლო).
* ასე გვარისა წამხდენსა - არ უწოვია დედის რძე.
* ასე ჩემო, მანასეო, ხან ისე და ხან ასეო.
* ასე ჰგონია, ალა-ალა იყოს!
* ასეთი არის სიბერე, სიპ ქვასაც შეეპარება.
* ასეთი ხიდი გასდე, შენმა შვილის შვილმაც ზედ გაიაროსო.
* ასეთმა ფურმა დამწიხლოს, რომ საწველელს მივსებდესო.
* ასეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე ჩივჩივით იწველიდესო.
* ასეთსა გნახავ, ლიახვო, დაგსეოდენ კოღოები, შიგ ბიჭები დადიოდენ და უნიფხო გოგოები.
* ასეთი გოდორი დასწანით, რომ თქვენს შვილებსაც გამოადგესო (ერთს ადგილს ჩვეულება ჰქონდათ, კაცი რომ დაბერდებოდა, გოდორში ჩასვამდენ და კლდიდან გადააგორებდენ. ერთი ბრმა ბებერი კაცის შვილებმა მოინდომეს მამისთვის გოდორის დაწვნა. ბერ კაცს ესმოდა იმათი ლაპარაკი და ჰკითხა: რას აკეთებთო? - უთხრეს, გოდორს ვწნავთო. ვიცი, ვისთვის გინდათო, მაგრამ ისეთი დასწენით, თქვენს შვილებსაც გამოადგესო. ეს რომ უთხრა, ხელი აიღეს ამ საქმეზე).
* ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქნელია.
* ასი ერთად და ერთი ასადო.
* ასი კაცი ცხენს კაზმავდა, "ვაი უკაცობასაო".
* ასი კონა ჩალა კაცს ქვეშაგებათაც კი სჭირდებაო.
* ასი მკარ, ერთი მათქმევინე.
* ასი ნათლიდედასაო და ერთი სვინასაო.
* ასი ურტყი დავითასო, მაინც იტყვის თავისასო.
* ასლან წავიდა, უსლან მოვიდა.
* ასლი, კორკოტო, ჯერ არ მიჭამიხარ მუცელსა მგვრემ, რომ შეგჭამო მერე რაღას მიზამო?
* ასლიანს ერთხელ უთხრეს, ბედასლიანს - ათასჯერა.
* ასმა კაცმა ასი კაცი იტივაო.
* ასს კაცს ერთი ცხვარი უხაროდათ.
* ასტყდები, აღარ დადგები ოხერ ზენა ქარივითა.
* ასწიე მძიმე მძიმესა, მსუბუქი გადამმეტია, თუ კაცი კაცსა ვერ იცნობს, სიკვდილზე გადამეტია (მესხ.).
* ასწიე - ღონესა ჰქვია, დასწიე - უღონობასა.
* აურწყავი ქერიო და ოხერი ვირიო.
* აფრინე, აფრინეო, რაც არ არის რა ვაფრინოო.
* აფხაზმა სთქვა: "მეგრელს თუ თოფი მოხვედრია - ჯირკვს მოხვედრია".
* აფხაზს დაუწყევლია: "ღმერთმა არც შენ გაცოდინა და არც სხვისა დაგეჯერაო".
* აქ იყავი, არა მნახე, ვირზე შეჯექ ისე მნახე.
* აქ მე ვარ და გორს ამირანიო.
* აქაოდა რბილიაო, აბა, ყლაპე ნინიაო!
* აქე და ერიდე.
* აქეთ კურო მიდგანა, იქით სიკვდილიო (გურ.).
* აქეთ მოვცდი ყოფასა, გაღმა ქორწინებასა.
* აქეთ პირი, იქით პირი, ყუა სადღა გაქვს?
* აქლემები წაიკიდნენ, ვაი კოზაკის ბრალი.
* აქლემი აბაზი ღირდა და აბაზიც არსად იყოვო.
* აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს.
* აქლემი კლდეში გადავარდა და ვირმა ყროყინი შეჰქმნა. რა გაყროყინებსო? - მე ამომატანინებენო.
* აქლემის კუნტრუში აღმართში გამოჩნდებაო.
* აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო.
* აქლემის შუშპარი ხიდზე გამოჩნდება.
* აქლემს ასი აზრი ჰქონდა, აქლემის პატრონს ასერთი.
* აქლეƯ


 
 

ГЛАВНАЯ
НОВОСТИ
ТЕКСТЫ
ВИДЕО
ПРЕССА
ТВОРЧЕСТВО
ФАН-КЛУБ
ГОСТЕВАЯ
БАННЕРЫ
ССЫЛКИ
ЗАМЕТКИ



Январь 2015 (1)
Август 2014 (2)
Июнь 2014 (1)
Май 2014 (2)
Декабрь 2012 (1)
Октябрь 2012 (1)

© 2005-2010

 
 

IrinaDubcova.Com.Ru