Вот из за таких вот "нельзя" фашизм сейчас и дает расткиЁ фашизм нельзя оправдывать ничем!
იოსებ გრიშაშვილი
მართალია, დღეს ეს ლექსი
ბევრ მოშურნეს გააჯავრებს,
მაგრამ მაინც თამამ სიტყვას
მოვახსენებ ახალ მთავრებს;
თქვენ ამბობდით, საქართველომ
რაც გინდ ბევრი გაიბრძოლოს,
დიდ რუსეთის პროვინციად
გადიქცევა მაინც ბოლოს!
ჰა, აღსრულდა! თქვენ მოხვედით,
ჩვენც მიგიღეთ ცრემლით ცხელით,
მაგრამ ხალხი არ შეგინდობთ,
რომ სხვის ხიშტით შემოხვედით!
1921